პროექტის მიმოხილვა

e-F+TN  პროექტის მიზანია გაზარდოს შავი ზღვის აუზში არსებული საწარმოების  შიდა რეგიონალური და ევროპული ვაჭრობა და საქმიანი კავშირები ( განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: ბულგარეთი, საქართველო, საბერძნეთი, მოლდოვა და თურქეთი). პროექტის ამ მიზნიდან გამომდინარე ორგანიზდება 5 ვირტუალური სავაჭრო ბაზარი და ვირტუალური ღონისძიებები, სპეციალურად შექმნილი ვებ-პლატფორმის საშუალებით. ამ ღონისძიებებში, ექსპონენტები წარმოადგენენ თავიანთ საქონელსა და მომსახურებას ვირტუალურ გარემოში( ვირტუალური სტენდებითა და ჯიხურებით), ვიზიტორები იქნებიან  საგამოფენო გარემოში და ითანამშრომლებენ ექსპონენტებთან სხვადასხბვა გზით, მათ შორის: ვებ-ჩათით, ტელეფონით, ვიდეო საშუალებით და სხვ. e-F+TN  ხორციელდება 6 პარტნიორის კონსორციუმით, რომლებიც წარმოადგენენ შავი ზღვის აუზის 5 ქვეყანას , პროექტის ხანგრძლივობაა 24 თვე( დაწყების თარიღი: 1 მაისი, 2013 წ.). პროექტის მთლიანი ბიუჯეტი შედგება დაახლოებით 650.000€. აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ „შავი ზღვის აუზის“ პროგრამის ფარგლებში.