ვირტუალური ბაზრები

ჩვეულებრივი სავაჭრო ბაზრებისგან განსხვავებით, ვირტუალური ბაზრები საწარმოებს სთავაზობენ შესაძლებლობას დაუკავშირდნენ მომხმარებლებსა და ბიზნეს პარტნიორებს ვირტუალურ გარემოში, რაც უზრუნველყოფს დროისა და ფინანსური სახსრების დაზოგვას. მიუხედავად იმისა, რომ ვირტუალური ბაზრები არსებობენ განსაზღვრულ ვადამდე, ისინი დღითი დღე უფორ მეტად პოპულარულნი ხდებიან ბიზნეს სამყაროში.

ვებ-ტექნოლოგიების განვითარებამ, გლობალური კრიზისის დროს ხელი შეუწყო ინტერნეტ პლატფორმებისა და მისი ინსტრუმენტების ინტენსიურ გამოყენებას. აღნიშნულმა ტექნოლოგიებმა მოიცვა ბიზნესის მრავალი სექტორი და საქმიანობები.  არსებობს რიგი ბიზნესებისა, რომლებმაც  ხელი შეუწყვეს თავიანთ  საქონლისა თუ  მომსახურების გავრცელებას მთელს მსოფლიოში ვებ-საიტებისა და პორტალების  გამოყენებით.

e-F+TN-ს  ქსელი ახორციელებს რიგ ვირტუალურ ღონისძიებებს, რომლებიც შავი ზღვის რეგიონში არსებულ საწარმოებს ეხმარებიან ბიზნესის გაფართოებასა და საქმიანი კავშირების ჩამოყალიბებაში რეგიონალურ, ევროპულ და საერთაშორისო დონეზე. ჩვენ გთავაზობთ შეზღუდული  რაოდენობის  კომპანიებს განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოებს -  შანსს არა მხოლოდ ესტუმროთ ვირტუალურ  ბაზრებს არამედ მონაწილეობაც მიიღოთ, როგორც ექპონენტებმა და წარმოადგინოთ თქვენი საქონელი და მომსახურება სრულიად უფასოდ.

ჩვენ ვიწვევთ საწარმოებს ისეთი სექტორებიდან, როგორიცაა: აგრო, სამშენებლო და სამრეწველო. შემოგვიერთდით და მიიღეთ სარგებელი ჩვენი უფასო მომსახურებებიდან.

ვირტუალური ბაზრები: ვირტუალური სავაჭრო ბაზარი არის ვირტუალური ღონისძიება, რომელიც იმართება ვირტუალურ გარემოში განსაზღვრული ვადით. ის შესაძლებელია მივიჩნიოთ ტრადიციული ვაჭრობის ან გამოფენის ექვივალენტად, თუმცა ვირტუალურ სავაჭრო ბაზრებში  ექსპონენტები და  ვიზიტორები ერთმანეთს უკავშირდებიან მხოლოდ ინტერნეტის მეშვეობით სასარგებლო ინფორმაციის გაცვლის მიზნით, მიუხედავად გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა. [ რესურსი: ვიკიპედია].

e-F+TN-ის ვირტუალური ბაზრების ვირტუალური გარემო მოიცავს: მისალმებასა და სარეგისტრაციო მაგიდას (დამხმარე მაგიდის ჩათვლით), საგამოფენო დარბაზს, საკონფერენციო დარბაზს და ქსელურ გარემოს (მაგ: წინასწარ დაგეგმილი ორმმხრივი შეხვედრების მასპინძლობისთვის).

    

 

ვირტუალური ღონისძიებები: ვირტულაური ღონისძიება ( ან ინიციატივა) მოიცავს ვირტუალურ გარემოს, რომელიც ეწყობა რეალური სავაჭრო ბაზრებში. ვირტუალური ღონისძიებათა ორგანიზატორი მონაწილეობას იღებს აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მოწყობილ სტენდებსა თუ ჯიხურებში. ვიზიტორებს ექნებათ საშუალება ჩაერთონ ვირტუალურ გამოფენაში და შეეჩვიონ ვირტუალურ გარემოს. ვირტუალურ ბაზრებთან შედარებით ვირტუალური ღონისძიებები მოიცავენ, მხოლოდ: ვირტუალურ მისალმებასა,  სარეგისტრაციო მაგიდას (რეგისტრაცია შესაძლებელია სურვილისამებრ) და ვირტუალურ საგამოფენო დარბაზს.