e-F+TN (e-Fairs and Trade Networking - ვირტუალური სავაჭრო ბაზრები და სავაჭრო კავშირები) პროექტის მიზანს წარმოადგენს შავი ზღვის აუზის რეგიონში არსებული საწარმოების დახმარება ბიზნეს კავშირებისა და კოოპერაციათა ჩამოყალიბების ზრდით, რეგიონალურ, ევროპულ და საერთაშორისო დონეზე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.

ჩვენ ვაწყობთ ვირტუალურ სავაჭრო ბაზრებს, იმისთვის რომ შეიქმნას რეალური ბიზნეს შესაძლებლობები საწარმოებისთვის.

 

e-F+TN ვირტუალური საბაზრო პლატფორმა არის ქსელი რომელშიც შეიქმნება ერთიანი სივრცე ქსელის წევრებისთვის, რომლებთაც ექნებათ საშუალება გაუზიარონ ერთმნეთს ბიზნესთან დაკავშირებული ინფორმაციები. ვირტუალური ბაზრების ძირითადი სარგებელი არის ის, რომ ქსელი მის ყველა წევრს აძლევს ინტერნაციონალიზაციის საშუალებას დაბალი ღირებულების მქონე სერვისების შეთავაზებით.

 


e-F+TN პროექტი ახორციელებს საქმიანობებს ICT-ის გამოყენებით, ვირტუალური ბაზრებისა და მასთან დაკავშირებული ვებ-პორტალის შექმნითა და ოპერირებით. გარდა ამისა, შეიქმნა ქსელი ბიზნესით დაინტერესებული მხარეებისა და ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციებისა, იმისთვის რომ კოორდინაცია გაუწიოს ინიციატივებსა და უზრუნველყოს მათი მდგრადობა ვირტუალური საბაზრო პლატფორმის პოსტ-პროექტის ოპერირებით. .

ვირტუალური ბაზრები საწარმოებს სთავაზობენ შესაძლებლობას დაუკავშირდნენ მომხმარებლებსა და ბიზნეს პარტნიორებს ვირტუალურად, რაც უზრუნველყოფს დროისა და ფინანსური სახსრების დაზოგვას. e-F+TN - ს ქსელი უზრუნველყოფს ვირტუალურ ღონისძიებებს, რომლებიც დაეხმარებიან საწარმოებს შავი ზღვის რეგიონიდან გააფართოვონ თავიანთი ბიზნეს კავშირები როგორც ამ რეგიონში ასევე ევროპასა და საერთაშორისო დონეზეც.